მერაბ შარიქაძე: “მსოფლიო თასი სულ სხვაა”

0
60

ევროპის კონტინენტზე ქართული გუნდების დომინირება გრძელდება. ბორჯღალოსნებმა უკანასკნელი 13 რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან 12 მოიგეს და ტურნირზე 29-მატჩიანი წაუგებელი მატჩების სერია მოუგროვდათ, ‘შავმა ლომმა’ კი ევროპის სუპერ თასის ორივე გათამაშებაში ჩემპიონობა მოიპოვა.
შარიქაძე ერთ-ერთი იყო ‘შავი ლომის’ იმ ექვსი მორაგბიდან, რომლებმაც ბადახოსში თამაში დაიწყეს და ამბობს, რომ კლუბმა უდიდესი როლი ითამაშა ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხში:
„‘შავმა ლომმა’ უდიდესი გავლენა იქონია ეროვნული გუნდის წარმატებაში. არა მხოლოდ შედეგი, თამაშის ხაროსხიც ბევრი რამითაა დაკავშირებული ‘შავ ლომთან’“.
საქართველო და შარიქაძე ახლა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე არიან კონცენტრირებული, სადაც გ ჯგუფში უელსს, პორტუგალიას, ავსტრალიასა და ფიჯის ეთამაშებიან. ბორჯღალოსნების კაპიტანი მიიჩნევს, რომ პორტუგალიასთან 23 სექტემბერს, ტულუზაში გასამართი მატჩი კვირას გამართული ფინალისგან განსხვავებული იქნება:
„შესაძლოა, ამ გამარჯვებამ მომავალ შეხვედრაზე რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ მსოფლიო თასი სხვა რამეა და არ ღირს დასკვნების წინა შედეგის მიხედვით გამოტანა“.
2023 წლის მსოფლიო თასი შარიქაძისთვის მესამე იქნება და ის იმედოვნებს, რომ საქართველო პირველად შეძლებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას და მეოთხედფინალში გასვლას:
„განვლილმა ორმა მსოფლიო თასმა დამანახა, რომ იქ შეცდომების დაშვება დაუშვებელია. ერთი შეცდომა და შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია. მსოფლიო თასზე თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ქართული რაგბისთვის ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება“.