ვილი სანიოლი: “სიგუას შესაძლებლობის მჯერა”

0
18

ვილი სანიოლს თბილისის “დინამო” 17 წლის ნახევარმცველ გაბრიელ სიგუასი სჯერა, რომელიც მარტში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.
ვილი სანიოლი: “გაბრიელ სიგუა ძალიან ახლაგაზრდაა, თუმცა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვარჯიშებზე ცოტა მორიდებულია და ეს ნორმალურია. მას დრო სჭირდება. ჩვენთან ერთად რადგანაა, ნიშნავს რომ მჯერა მისი შესაძლებლობების. ბევრი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა სჭირდება, რათა უკეთესი ფეხბურთელი გახდეს. გარდა მესამე მეკარისა, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს ექნება მოედანზე გასვლის შესაძლებლობა უახლოეს მატჩებში. არ ვიცი რამდენი წუთით, მაგრამ მას ექნება პატივი ჩაიცვას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ბათუმში უკვე რამდენჯერმე ვითამაშეთ. პირველი ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩავატარეთ, თუმცა შვედეთთან შეხვედრაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო სწორედ ამან მოგვცა დამატებითი მოტივაცია თამაშის მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მოახლოებულ მატჩებშიც ასე იქნება. გუნდის ბოლოდოინდელმა შედეგებმა მოლოდინი გაზარდა, თუმცა გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება”.