ხვიჩა კვაარცხელიას თქმით, „ნაპოლიში“ ნამდვილ გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
„ნაპოლიში“ მოვახერხე, რომ ჩემს დაცვით თამაშზე მემუშავა და ნამდვილად გუნდურ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი. ადრე ბალანსი არ მქონდა და ეს ნეაპოლში ვისწავლე. ის რასაც ახლა წარმოვადგენ ჩემი თანაგუნდელები წყალობით გავხდი. პირველ მატჩში „ვერონასთან“ გატანილი გოლი ალბათ გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ამან მუშაობაში და წინსვლაში თავდაჯერება შემმატა. მარცხს ვერ ვეგუები – მეჯავრება წაგება მოედანზე და მის გარეთ“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ნათქვამს Football Italia.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი „გამოიმუშავა“.
