სპალეტი: „ხვიჩას პოტენციალში ეჭვი არ შემპარვია“

0
8

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის თქმით, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია პირველად ნახა, მის პოტენციალში ეჭვი არ შეპარვია.
„როდესაც ხვიჩა პირველად ვნახე, მის პოტენციალში ეჭვი არ შემპარვია. რუსეთში მითხრეს, რომ ხვიჩა ძალიან ძლიერია.
ეჭვი არ მეპარებოდა მოხვდებოდა თუ არა იგი სერია A-ს მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ დაამტკიცა, რომ ფეხბურთის საზღვრები უფრო დავიწროვდა“ – იუწყება სპალეტის ნათქვა,ს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი „გამოიმუშავა“.