ვილი სანიოლმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაშო თანამშრომლობა კიდევ ორი წლით გაგრძელდება.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატისშ ესარჩევ ციკლში B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
სამაგიეროდ, სანიოლის თავკაცობით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის 2022-2023 სეზონის გათამაშებაში C ლიგაში მე-4 ჯგუფი მოიგო – 16 ქულა დააგროვა, 16 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. ფრანგის თავკაცობით გუნდმა C ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და და B ლიგაში დაწინაურდა. საქართველოს ნაკრები 2024 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალს სახლში ყაზახეთთან ჩაატარებს.
სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 11 მატჩი არ წააგო – 9 გაამრჯვება და 2 ფრე, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.




