“თელავს”, რომელმაც გუშინ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გია ცევაძე დაითხოვა, სომეხი სპეციალისტი ვარდან მინასიანი გაწვრთნის.
მინასიანი დაიბადა 1974 წლის 5 იანვარს ერევანში, წარსულში “პიუნიკის” და სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი და მერე უკვე მწვრთნელი.
სამწვრთნელო კარიერა
2003/2004 სომხეთი (U-19)
2004/2005 პიუნიკი (სომხეთი)
2007/2008 სომხეთი (ეროვნული)
2008/2011 პიუნიკი (სომხეთი)
2009/2013 სომხეთი (ეროვნული)
2012/2013 პიუნიკი (სომხეთი)
2014/2015 ტობოლი (ყაზახეთი)
2017/2018 სომხეთი (ეროვნული)
2018/2020 არარატ-არმენია (სომხეთი)
2021 თარაზი (ყაზახეთი)
სამწვრთნელო ტიტულები
სომხეთის ჩემპიონი (5) – 2008, 2009, 2010, 2018/2019, 2019/2020
სომხეთის თასი (2) – 2009, 2010
სომხეთის სუპერთასი (3) – 2010/2011, 2011/2012, 2019/2020
“თელავის” ახალ მწვრთნელს სომხური ტიტულები არ აკლია, ამასთან ერთად კი მის მთავარ მიღწევად სომხეთის ეროვნულ გუნდში ნაჩვენები შედეგები ითვლება, როდესაც ვარდან მინასიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში დანიას სტუმრად მოუგო 4:0, იტალიასთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა, სტუმრად მოუგო ჩეხეთს 2:1, შინ 2:1 დაამარცხა ბულგარეთი და მთლიანობაში, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის შესარჩევ პლეი ოფში გასასვლელად
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მინასიანს თანაშემწეებად ორი თანამემამულე ჩამოჰყვა – არტაკ მოვსესიანი პირველი ასისტენტი იქნება, არტურ მკრტიჩიანი კი ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს




