ედეგორი: „კარგი გუნდი ვართ რომელსაც მაღალი შედეგის მიღწევა შეუძლია“

0
39

ნორვეგიის ეროვნულ ნაკრების ნახევარმცველ მარტინ ედეგორის თქმით, მართალია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე ერლინ ჰალანდის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდს კარგი შედეგის ჩვენება ამ შემადგენლობითაც შეუძლია.
21 მარტს ინგლისის პრემიერლიგაში „ბარნლისთან“ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ჰალანდმა სამი გოლი გაიტანა, თუმცა საზარდულის ტრავმა მიიღო და მარტში ნორვეგიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
„უსიამოვნოა, რომ მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი დავკარგეთ, მაგრამ როგორც მთავარმა მწვრთნლმა თქვა, მომხდარი უნდა დავივიწყოთ და მასზე ფიქრზე ძალიან ბევრი დროის დახარჯვა საჭირო არაა.
ჩვენ აქცენტი იმ მოთამაშეებზე უნდა გავაკეთოთ, რომლებიც ამჟამად გვყავს. საკმაოდ კარგი გუნდი ვართ, რომელსაც მაღალი შედეგის მიღწევა შეუძლია“ – განაცხადა ლონდონის „არსენალის“ კაპიტანმა TV2-თან.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიელები 25 მარტს სტუმრად ესპანეთს შეხვდებიან, ხოლო 28 მარტს ბათუმში – საქართველოს.