ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი ალვარო მორატა იქნება, იუწყება ესპანური მედია. „ფურია როხას“ თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე კაპიტანს იმ ფეხბურთელებიდან არჩევს, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტჯერ უთამაშია. ამჟამინდელი შემადგენლობით ასეთი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ალვარო მორატაა, რომელმაც საერთაშორისო დონეზე 61 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.
ნაკრები ვიცეკაპიტნები „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი (39 მატჩი) და „რეალის“ მცველი დანი კარვახალი (33 მატჩი) იქნებიან.
ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები ახალი თავკაცი რანგში დებიუტი ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში მალაგაში ნორვეგიასთან მატჩში ექნება. ამავე ჯგუფში საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 28 მარტს ბათუმში ნორვეგიასთან ჩაატარებს.





