მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს იური სიომინს საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტად ესახება.
„მიმაჩნია, რომ ამჟამად ხვიჩა თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა. მას წინსვლისთვის კარგი ასაკი აქვს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სტაბილურობა სჭირდება და ასეთ შემთხვევაში მსოფლიო დონის მოთამაშე გახდება.
შემიძლია ხვიჩა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტად წარმოვიდგინო, რადგან დღესდღეობით შედეგს ასეთი ტემპით აღწევს. თუ მაღალ დონეზე თამაშს განაგრძობს, „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.
ახლა ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები არ არიან. ერთადერთი „რეალის“ ბრაზილიელს ვინისიუს ჟუნიორს თუ გამოვარჩევთ“ – იუწყება რუსული მედია სიომინის ნათქვამს,




