ჩერჩესოვი: „კვარაცხელიას „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლა შეუძლია“

0
23
NAPLES, ITALY - MARCH 11: Khvicha Kvaratskhelia of Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio Diego Armando Maradona on March 11, 2023 in Naples, Italy. (Photo by SSC NAPOLI/SSC NAPOLI via Getty Images)

რუსეთის ეროვნული ნაკრების ექსთავკაც სტანისლავ ჩერჩესოვს, რომელიც ამჟამად „ფერენცვაროშს“ წვრთნის, მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ნაპოლიში“ თამაში ნაბიჯია „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასასვლელად.
„კვარაცხელიას ისეთი თვისებები აქვს, რომლებსაც ვარჯიშით და მუშაობით ვერ შეიძენ, ეს ნიჭია. ის კარგ კლუბში და კარგ მწვრთნელთან მოხვდა. იტალიაში და საქართველოში ერთი მენტალიტეტი აქვთ, რის გამო ის „ნაპოლიში“ თავს კომფორტულად გრძნობს. ხვიჩა საუცხოო სათამაშო ფორმაშია და კლუბისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს.
როგორც იტყვიან, მოთამაშემ თავისი კლუბი იპოვა. შესაძლოა, მაგალითად „მილანში“ კვარაცხელიას იმავე წარმატებისთვის ვერ მიაღწია. მისთვის „ნაპოლი“ სუპერკლუბში გადასვლისთვის ნაბიჯია, მაგალითად „რეალში“ ან „ბარსელონაში“ – იუწყება რუსული მედია ჩერჩესოვის ნათქვამს.