ფლამარიონის ჰეთ-თრიქი და ოქრიაშვილის დებიუტი

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურმა სტარტი თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში აიღო, სადაც ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ ეწცია და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა დაპირისპირების ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მე-19 წუთზე თავისი გუნდის შეტევა ჯოვინო ფლამარიონმა დაიწყო, რომელსაც საბოლოოდ მეტოქის საჯარიმოში პასი ირაკლი ბიძინაშვილმა გაუკეთა, ხოლო ბრაზილიელი სამ გაგრელში კარგად გაერკვა და ანგარიში გახსნა – 0:1.
35-ე წუთზე სანდო ალთუნაშვილმა მეტოქეს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და გამოზომილი პასით მეკარესთან პირისპირ ფლამარიონი გაიყვანა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 0:2.
43-ე წუთზე „გაგრელთა“ უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ პასი თავის საჯარიმოში ერეკლე სულთანიშვილს მისცა, რომელმაც ბურთი დაკარგა და ბიძინაშვილი გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა.
51-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა დასწრებაზე თამაშის დროს თავისი ნახევრიდან ბურთი ისე ზუსტად მოიგერია, რომ მეკარესთან ერთი-ერთზე ფლამარიონი გაიყვანა, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი აღმოჩნდა. ის 5 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
59-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან თორნიკე ოქრიაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ზურაბ მუსელიანმა თავით ანგარიში შეამცირა – 1:4.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმელებმა მიმდინარე სეზონში მოგებულ მატჩთა რაოდენობა ოთხამდე გაზარდეს, ასევე მათ ანგარიშზე ერთი ფრეა.
ცნობოსთვის, განვლილ შეხვედრაში ბათუმელთა რიგებში ჩერნოგორიელი მცველის საშა ბალიჩის, რომელმაც სასტარტოში ითამაშა და კოტდივუარელი ფორვარდის მუსა კონატეს, რომელიც შეცვლაზე შევიდა, დებიუტი შედგა.