წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ თამაში უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვთან“ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით მოიგო – 3:2.
შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო წყალტუბოელებიდან გოლი ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა.
შესვენების შემდეგ „სამგურალის“ შემადგენლობაში თავი დემურ ჩიხლაძემ და ნიკა ხორხელმა გამოიჩინეს.
გიორგი ჭელიძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
შოვნაძე, პატარკაციშვილი, ბული, მაისაშვილი, ჩიხლაძე, კალანდარიშვილი, ლომინაძე, კიკაბიძე, ნიქაბაძე, ნიკა ხორხელი, ჯეფინიო.
„სამგურალი“ დღეს საქართველოსში გამოემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი





