„ბორუსიამ“ „ჩელსის“ სძლია, „ბენფიკამ“ 1/4-ფინალი გაინაღდა

0
13

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
შეეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ედინ ტერზიჩის გაწვრთნილმა დორტმუნდელებმა გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე გაიტანეს – თავი ადეიემმა გამოიჩინა. გრემ პოტერის დამოძღვრილმა „ჩელსიმ“ დარჩენილ დროში ანგარიში ვერ გაათანაბრა და ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო, ლონდონელებმა ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მიითვალეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 9 მარტს შედგება.
პარალელურად გამართულ თამაშში „ბრიუგემ“ ლისაბონის „ბენფიკა“ მიიღო და 0:2 წააგო. ლისაბონელები ორი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და 51-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან ჟოაუ მარიუმ გახსნა. 88-ე წუთზე დავიდ ნერეშმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და „ბენფიკამ“ ფაქტობრივად 1/4-ფინალში თამაში გაინაღდა. ეს გუნდები ერთმანეთს ლისაბონში 9 მარტს შეხვდებიან.