კვარაცხელია: „ამ მწვრთნელს უბრალოდ უნდა მოუსმინო“

0
4

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით,  პსჟ-ს თავკაც ლუის ენრიკესგასნ იმდენი რამ ისწავლა, რომ უკვე ახლა შეუძლია მწვრთნელობა დაიწყოს.
„ვფიქრობ, ლუის ენრიკესგან ბევრი რამ ვისწავლე. ფიზიკურად და მენტალურად ძალიან მოვუმატე, ხოლო ჩემი ფეხბურთის აღქმა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. იმის გათვალისწინებით რაც ვისწავლე, უკვე ახლა თითქმის მწვრთნელობა შემიძლია.
მასთან მუშაობის დროს ყოველ დღე ახალს იგებ. ის მენტალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გცვლის. მუდმივად გაკვეთილს გაძლევს, რათა ყოველთვის მზად იყო. თუ მოედანზე ერთი წუთის გატარება მაინც მოგიწევს, ამისთვისაც უნდა მოემზადო. ამ მწვრთნელს უბრალოდ უნდა მოუსმინო რას ამბობს, მისი მითითება შეასრულო და 100 პროცენტით დაიხარჯო“ – იუწყება BBC საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 87 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი