ბათუმის „დინამომ“ ბოლო ამხანაგურში ყაზახებს აჯობა

0
39

ბათუმის „დინამომ“ თურქული შეკრება ყაზახეთის პრემიერლიგსი წარმომადგენელ „აქსუსთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა, რომელიც მინიმალური ანგარიშით მოიგო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, როდესაც ყაზახი ფეხბურთელების ბურთის თამაშში შეყვანის დროს თავის ნახევარზე შეცდნენ და გიორგი ზარიას პასის შემდეგ მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა მათე ვაწაძემ ზუსტად დაარტყა.
გია გეგუჩაძემ განვლილ სპარინგში გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ჩიჩკანი, ბაგრატიონი, ქაფიანიძე, კობახიძე, მამუჩაშვილი, ვიდაკოვიჩი, ალთუნაშვილი, ლიტვინენკო, ბიძინაშვილი, ფლამარიონი, კაპანაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ხარატიშვილი, რეხვიაშვილი, ხარებავა, ჩაბრაძე, ღუდუშაური,  კვერნაძე, ზარია, ვაწაძე, კონატე.
ბათუმელებმა მეორე თურქულ შეკრებაზე ოთხივე ამხანაგური თამაში მოიგეს.