გუგეშაშვილმა „გენტთან“ მოიგო, კვეკვესკირმა ნორვეგიაში ტაიმი ითამაშა

0
24

აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ბელგიის „გენტი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა  და ძირითადი დროსთვის დამტებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აზერბაიჯანელებიდან ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე კაპე ვერდელმა ფორვარდმა ლეანდრო ანდრადემ გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ 52-ე წუთზე მასპინძლებიდან შეიდაიევმა პენალტი ვარ გამოიყენა.
პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნიკა კვეკვეკირი და გიორგიო წიტაიშვილი გამოდიან, სტუმრად ნორვეგიის „ბოდო/გლიმტთან“ 0:0 ითამაშა. პოლონელთ სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი მოხვდა, რომელმაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
საგოლე მომენტებით ძალიან მწირე მატჩში თავის გამოჩენის ყველაზე რეალური შანსი სტუმართა ფეხბურთელ მარჩვინსკის ჰქონდა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გაკეთებული პასის შემდეგ ძალიან ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
„ყარაბაღი“ და „ლეხი“ საპასუხო შეხვედრებს 24 თებერვალს ჩაატარებემ.