ნაგელსმანი: „პსჟ-ს პასიურობამ გამაკვირვა“

0
56

იულიან ნაგელსმანი პსჟ-ს პასიური თამაშით გაკვირვებულია. მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად პარიზელებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა.
„საწყისი 25 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ვითარებას ვაკონტროლებდით. თუმცა, შეგვეძლო მეტოქის კარისთვის უფრო ხშირად შეგვეტია. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩემს ფეხბურთელებს გაუკვირდათ, რომ ბურთს ასე ხშირად ფლობდნენ, ხოლო პსჟ-მ უკან დახევა ამჯობინა.
ვიცოდი, რომ პსჟ თავს ღრმად იცავს, მაგრამ ცოტა გამიკვირდამ, რომ მეტოქე ასეთი პასიური იყო, დაცვაში ღრმად „იჯდა“ და ჩვენთვის ბურთის ართმევას საერთოდ არ ფიქრობდა“ – ციტირებს გერმანელს სპეციალისტს „ბაიერნის“ პრესსამსახური.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 9 მარტს გაიმართება.