„ბაიერნმა“ 1/4-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

0
35

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად პსჟ-ს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში კილიან მბაპე ვერ მოხვდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და კრისტოფ გალტიემ მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა. სამაგიეროდ ფრანგების შემადგენლობაში პირველი წუთიდან უორენ ზაირ-ემერი იყო, რომელიც 16 წლის და 343 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უთამაშია.
გერმანელებმა თავიდანვე მეტოქეს პრესინგი შესთავაზეს, და ამან თავისი შედეგი გამოიღო – პსჟ-მ პირველ ტაიმში კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ მოახვედრა, რაც 2016 წლის შემდეგ გუნდის მიერ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია.
53-ე წუთზე ალფონსო დევისმა მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილი კინგსლი კომანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მან გოლი არ აღნიშნა, რადგან პსჟ-ს აღზრდილია.
მბაპე მოედანზე 57-ე წუთზე ჩაერთო და მაშინვე თამაში გამოაცოხლა. მან გოლის გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან მსაჯმა კილიანისთვის პასის მიმცემზე თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგ, ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა რეალური მომენტი, როდესაც მიუნხენელთა საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთს პავარი გადაეფარა. აქვე გეტყვით, რომ პავარმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. პსჟ-მ ყველა ტურნირში ზედიზედ მესამე თამაში წააგო, რაც 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 მარტს ჩატარდება.
1/8-ფინალის კიდევ ერთი შეხევდრა მილანში შედგა, სადაც ადგილობროვმა „მილანმა“ ლონდონის „ტოტენჰემი“ მიიღო და 1:0 სძლია. მატჩის მე-7 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ტეო ერნანდესმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და  ბურთი ფოსტერმა მოიგერია, რომელიც ბრაინ დიასის დარტმასაც გაუმკლავდა, მაგრამ ესპანელმა ფორვარდმა საბოლოოდ ბურთი კარში მაინც „შეიტანა’. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „მილანმა“ 10 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად მოიგო. მანამდე, „როსონერიმ“ „ბარსელონა“ დაამარცხა.