
კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი აქვს. მან ამის შესახებ 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 წაგების მერე განაცხადა.
„ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც მატჩის მიწურულს მოხდა. ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ დავინახეთ, რომ მეტოქისთვის პრობლემის შექმნა შეგვიძლია. მომდევნო მატჩში მოედანზე იმ მიზნით გავალთ, რომ შემდეგ ეტაპზე მოვხვდეთ.
არაპროგნოზირებადი ვითარება იყო და თამაშში ჩემი ჩართვა არ იგეგმებოდა, მაგრამ თანაგუნდელების გამარჯვება მსურდა. ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობდით.
ჩვენ გვჭირდება, რომ საპასუხო შეხვედრისთვის ყველა ჯანმრთელი იყოს, კარგად იკვებოს და კარგად ეძინოს. როდესაც სრული შემადგენლობით ვართ და შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაშინ მეტოქე თავს არაკომფორტულად გრძნობს. მე დავინახე, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“ – ციტირებს ფრანგ ფორვარდს Canal+.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 მარტს შედგება.




