პიოლი: „ტოტენჰემთან“ მატჩი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო“

0
47

სტეფანო პიოლის მიაჩნია, რომ „ტოტენჰემთან“ ჩატარებული მატჩი მის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო იყო. „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში შინ ლონდონელებთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„რთული მატჩი აღმოჩნდა, რადგან ძლიერ მეტოქეს შევხდით. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ფრთხილად ვმოქმედებდით და ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ.
„ტოტენჰემი“ მაღალი დონის გუნდია და ეს მხოლოდ ერთი თამაში იყო ორიდან. მეორე შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ამ თამაშმა თავდაჯერება შეგვმატა. ისეთი წარუმატებელი თვეები როგორც ჩვენ გვაქვს, არსებობს, მაგრამ ყოველთვის ერთ მუშტად შეკრულნი ვრჩებოდით.
შესაძლოა მიუჩვეველნი ვართ იმ მოლოდინს, რომელიც თავად შევქმენით და დაღმასვლა გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისევ ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩემი ბიჭების ყოველთვის მჯერა. ჩემს კარიერაში განვლილი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო იყო“ – იუწყება პიოლის სიტყვებს იტალიური მედია.