ბათუმის „დინამოში“ უკრაინელი ნახევარმცველი ივან ლიტვინენკო ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა შავიზღვისპირელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლიტვინენკო „დინამოში“ გადასვლამდე უკრაინის პრემიერ ლიგის „დნიპრო 1“-ში, ლვოვის „რუხში“ და ოდესის „ჩერნომორეცში“ გამოდიოდა.
მას უკრაინის 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.





