ქუთაისის „ტორპედომ“ მეორე თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ ვერ მოიგო. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ „ლვოვს“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.
განვლილ სპარინგში „ტორპედომ“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა:
კვასხვაძე, ქობულაძე, სანდოხაძე, მონტეირო, მჭედლიშვილი, გიგაური, მანჯგალაძე, სამურკასოვი, არაბიძე, ბუღრიძე.
სათადარიგოები: გოშაძე, გეგეჭკორი, ნადარაია, ელბაქიძე, შულაია, ქიმაძე, კაბალიერო, ტოლი, ნეტუ, კაიკე, ჩიტაშვილი.
„ტორპედომ“ 5 საკონტროლო მატჩიდან 3 უგოლო ფრედ ითამაშა, ხოლო 2-ჯერ წააგო.
აქვე გეტყვით, რომ ქუთაისელთა სპორტულ დირექტორად ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი დანიშნეს, რომელიც მანამდე კლუბის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი





