“სამგურალმა” “კოლოსს” აჯობა

0
29
წყალტუბოს ,,სამგურალმა” თურქულ ქალაქ ბელექში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი კოვალიევკას “კოლოსი” 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი “სამგურალმა” ომარ პატარკაციშვილის გოლით 1:0 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში უკრაინელებმა პენალტით გაათანაბრეს ანგარიში.

90-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.”სამგურალის” შემადგენლობა:შოვნაძე, პატარკაციშვილი, კუხიანიძე, მაისაშვილი, ჩიხლაძე, კალანდარიშვილი, ჯუდ არტური, კიკაბიძე, ნიქაბაძე, ლ.ხორხელი, ჯეფინიო.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ყალიჩავა, ფერნანდო ბული, ბურჯანაძე, კარიმოვი, ვერულიძე, ბაშელეიშვილი, ლომინაძე, სიმდიანკინი, ნ.ხორხელი, პანიუკოვი, ჩიხრაძე, ჯამიუ.
ლაშა თაბაგარი