„საბურთალო“ შეკრებაზე უზბეკებთან დამარცხდა

0
46

თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა „საბურთალომ“ მეორე ამხანაგური მატჩი უზბეკეთის სუპერლიგის „სოგდიანასთან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ უზბეკების წინააღმდეგ ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
ლეჟავა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, კაპანაძე, ჩადუნელი, პარუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, სილაგაძე, ციცქიშვილი, სიხარულიძე.
სათადარიგოები: კურტანიძე, კომახიძე, მამაცაშვილი, მამასახლისი, გელაშვილი, ასკურავა, ქარდავა.