ვახტანგ ჭანტურიშვილისთვის ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის ნე-18 ტური წარმატებული აღმოჩნდა, რასაც მის გუნდზე ვერ ვიტყვით. „ზლინი“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „იაბლონეცს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.
ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. 52-ე წუთზე ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია და მეტოქის საჯარიმოში ფილიო მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა.
„იაბლონეცმა“ ანგარიშში სხვაობ 59-ე წუთზე შეამცირა, ხოლო 72-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და წაგებას გადაურჩა.
„ზლინი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ნიუკასლ ჯეთსმა“, სადაც ფორვარდი ბექა მიქელთაძე და ნახევარმცველი ბექა დარცმელია გამოდიაინ, სტუმრად „პერტთან“ 2:2 ითამაშა. მიქელთაძემ სრული მატჩი ჩაატარა და 59-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, საგოლე გადაცემა გაუკეთა პისკოპოს, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. დარცმელია თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.





