ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში „რაიო ვალეკანო“, რომელსაც განვლილ ზაფხულში გიორგი წიტაიშვილი შეუერთდა, სტუმრად „ბარსელონასთან“ 2:5 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მადრიდელთა გაანცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
პირველი ტაიმის სტარტზე სტუმრები კამელომ დააწინაურა, მაგრამ რაფინიას და იამალის გოლებით მასპინძლები შესვენებამდე 2:1 იგებდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში „რაიო ვალეკანოს“ მცველმა ლეჟენმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. ამ ეპიზოდიდან მალე კამელომ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ რაფინიას და იამალის დუბლის წყალობით კატალონიელებს სამი ქულის აღება არ გაჭირვებიათ.
„რაიო ვალეკანოს“ 1 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
„ხეტაფემ“, სადაც საბა საზონოვი გამოდის, გასვლაზე „ოსასუნასთან“ 0:1 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ორი ტაიმი თადარიგში გაატარა. „ხეტაფე“ სამი ქულით მე-14 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





