ბერიძის საშინაო მარცხი

0
55

„ანკარაგუჯუ“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში შინ „ქარაგიუმრუქს“ შეხვდა და უქულოდ დარჩა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებს დაწინაურება 31-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ პედრინიომ პენალტი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სტუმრები დინიემ დააწინაურა. 65-ე წუთზე ფაბიო ბორინიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.