
ბრედლი ბარკოლა კარიერას „ლივერპულში“ განაგრძობს, რის შესახებ ინგლისური გრანდის პრესსამსახური იუწყება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბის სანაცვლოდ, პარიზელები 125 მილიონ ევროს მიიღებენ. პლუს 20 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
პსჟ-მ 2023 წლის აგვისტოში ბარკოლა „ლიონიდან“ 45 მილიონ ევროდ შეიძინა. მან პარიზელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 მატჩში 39 გოლი გაიტანა. ბარკოლამ საფრანგეთის ლიგა 1 სამჯერ, საფრანგეთის თასი ორჯერ, საფრანგეთის სუპერთასი სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი




