„კრემონეზეს“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლამ ვერ უშველა და ჩემპიონატში ისევ მოუგებელია.
დავიდე ბალარდინის გაწვრთნილი გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, სერია A-ს 21-ე ტურში შინ „ლეჩეს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს ისევ საზარდულის ტრავმა აწუხებს და მოედანზე დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება.
ლოჩოშვილის არყოფნაში კრემონელებმა პირველი გოლი 58-ე წუთზე გაუშვეს, ხოლო 69-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ბურთი გაიტანეს.
„კრემონეზე“ 8 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 10 ქულით ჩამორჩება.





