ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ მატჩი ჩაატარა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი ამჯერად უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ ხარკოვის „მეტალისტს“ დაუპირისპირდა.
წინ ორი სპარინგის მსგავსად, ხარკოველებთან შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მანამდე, „ტორპედო“ ბულგარეთის სოფიის „ცსკა 1948“-ს და სლოვაკეთის „ტატრანს“ დაუზავდა.
ქუთაისელებმა „მეტალისტთან“ შეხვედრა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარეს:
კვასხვაძე (კ), ქობულაძე, სანდოხაძე, მონტეირო, მჭედლიშვილი, გიგაური, მანჯგალაძე, კეიკე, შულაია, ბუღრიძე, კაბალიერო.



