ილია რუხაძემ წყალტუბოს “სამგურალი” დატოვა და კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ აგმკ-ში გააგრძელებს. წყალტუბოელები შეკრებას თურქეთში გადიან, სადაც ასევე აგმკ ემზადებოდა და 26 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდს ადგილზე შეუერდთა.
რუხაძე “სამგურალში” შარშან “თელავიდან” გადავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ის წყალტუბოელთა საუკეთესო ბომაბრდირი იყო, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელ ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს ჩამორჩა.
აგმკ-მ გასულ სეზონში უზბეკეთის 14-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.
