ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის გამოტოვებულ მატჩში „ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშშვილი იცავს, სტუმრად მადრიდის „რეალს“ შეხვდა და ისე წააგო, რომ მეტოქის კართან ერთ მეტ-ნაკლებად მწვავე მომენტი არ შეუქმნია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და ის რომ არა, შესაძლოა ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო.
შეხვედრის დებიუტში ქარიმ ბენზემას პასის შემდეგ მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილი მარკო ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. ტაიმის შუაწელში ქართველმა მეკარემ ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული გაანეიტრალა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე „რეალმა“ კუთხური ჩააწოდა და რუდიგერმა თავურით ანგარიში გახსნა. თუმცა, რეფერის ვიდეოასისსტენტზე გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ ბენზემამ ხელი სახეში მუსას ჩაარტყა და გოლი არ ჩაითვალა.
52-ე წუთზე ასენსიომ საჯარიმოს გარედან „ცაციათი“ ჩვეულ სტილში შორეულ კუთხეში ძალიან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა.
54-ე წუთზე ვინისიუსმა ბურთი მოედნიც ცენტრში მიიღო და სისწრაფეში გაბრიელ პაულისტა დაჩაგრა, ხოლო საჯარიმოში შესულმა შსორეულ კუთხეში გაიტანა. მან “რეალის” მაისურით ყველა ტურნირში მე-200 თამაში ჩაატარა და 49 გოლის გატანის გარდა, 37 საგოლე პასი გააკეთა. ის რაულისა და იკერ კასილასის შემდეგ, მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც “რეალის” მაისური 200-ჯერ მოირგო.
მე-60 წუთზე მადრიდელთა კაპიტანმა ბენზემამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 72-ე წუთზე გაბრიელ პაულისტმა ძალიან უხეშად ეთამაშა ვინისიუსს და გააძევეს. მატჩის მიწურულს ვალვერდემ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ ასენსიოს გადაცემა ჩაჭრა.
“რეალს” 2008 წლის 23 მარტის შემდეგ ლა ლიგაშუ შინ “ვალენსიასთან” არ წაუგია. ბოლოს მადრიდელებმა “ღამურებთან” ქულები 2017 წლის 23 აგვისტოს დაკარგეს. მას მერე “რეალმა” “ვალენსიას” ზედიზედ 5 შეხვედრა მოუგო – 13 გოლი გაუტანა და 1 გაუშვა.
„რეალს“ 45 ქულა აქვს და ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება. „ვალენსიას“, რომელიც ჯენარო გატუზოს გაშვების შემდეგ უკვე მერამდენედ დროებით ვორო გონსალესს ჩააბარეს. 20 ქულით მე-14 პოზიცაზეა.
