ლორიამ „ომონიასთან“ დიდი ანგარიშით მოიგო

0
8

„ანორთოსისმა“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოდიან, ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია სამადე გაზარდა.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის 22-ე ტურში ფამაგუსტელები შინ „ომონიას“ შეხვდნენ და 4:1 აჯობეს. მატჩის გმირი მასპინძლების სლოვაკი ფორვარდი სამუელ მრაზი იყო, რომელმაც სამი გოლი გაიტანა.
ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ებრალიძე ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. „ანორთოსისმა“ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 26 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.