“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა 29 წლის ასაკში სანაკრებო კარეირა დაასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მომგებმა ამის შესახებ ოფციალურად განაცხადა:
„ჩვენი დიადი ქვეყნის ღირსების დაცვა 10 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ განსაკუთრებულ მაისურს ვიცვამდი, ძალია ამაყი ვიყავი. ამის შესახებ რამდენიმე თვე ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო კარიერის დასრულების დრო მოვიდა“ .
ვარანს ნაკრებში დებიუტი 2013 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ საქართველოსთან (3:1) მოგებულ მატჩში ჰქონდა. მან „სამფეროვანთა“ ღირსება 93 შეხვედრაში დაიცვა და 5 გოლი გაიტანა.
მან კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიგო. ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგია 2021 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
