კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
მარტვილელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის გაძღოლა 36 წლის გივი ხელაიას ანდეს, რომელიც წლების განმავლობაში მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, გასულ სეზონში კი “მერანის” 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ასიატენტი ალიკა კალანდია იქნება, რომელიც გასულ სეზონში „მერანის“ 17-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, ხოლო პირველ გუნდში მეკარეების მწვრთნელად 19-წლამდელებიდან დანტე ჩალიგავა დააწინაურეს.




