„აიაქსს“ ჯონ ჰეიტინგა გაწვრთნის

0
4

ამსტერდამის „აიაქსს“ ჯონ ჰეიტინგა გაწვრთნის, იუწყება კლუბის პრესსამსახური. ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ჰეიტინგამ საფეხბურთო კარიერა სწორედ „აიაქსში“ დაიწყო, სადაც 2001-2008 და 2015-2016 წლებში გამოდიოდა. მან 2004-2013 წლებში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში 87-ჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
ჰეიტინგა „აიაქსის“ სისტემაში 2016 წლიდან მუშაობდა. 39 წლის სპეციალისტმა ალფრედ შრიოდერი შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის 27 იანვარს დაითხოვეს.