ევრო 2025-ის შესარჩევი 21-წლამდელების მეტოქეები ცნობილია

0
61

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ცნობილია. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ქართველები C ჯგუფში ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდ. მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს დაუპირისპირდებიან.
საკვალიფიკაციო რაუნდი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მიმდინარე წლის მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება. მომავალ შესარჩევში მონაწილეობა, 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ.
ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს – ჩემპიონატი ქვეყნის 8 ქალაქის, 8 სტადიონზე ჩატარდება. სლოვაკეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პირველად 22 წლის წინ გაიმართა, რომელიც იტალიამ მოიგო, ხოლო ანდრეა პირლომ ტურნირის ბომბარდირის და საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.