აბურჯანიას კიდევ ერთი სრული მატჩი პორტუგალიაში

0
50

გიორგი აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ რიგებში კიდევ ერთი სრული მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-18 ტურში ბარსელუშელები სტუმრად „პასუშ ფერეირას“ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით წააგეს – 1:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 34-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მეორე გოლი 58-ე წუთზე გაიტანეს. 68-ე წუთზე სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ფრან ნავარომ გაიტანა.
მიმდინარე სეზონში აბურჯანიამ პორტუგალიის ჩემპიონატში 13 მატჩი (7-ჯერ სასტარტოში) ჩაატარა.