ვოლკოვმა აზერბაიჯანში თავი მეხუთედ გამოიჩინა

0
56

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
„საბაჰმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად „გაბალას“ 3:0 სძლია. ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ვარდნაში თავურს ხელიც მიახმარა, რის გამო, ბურთი არ ჩაითვალა, ხოლო ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.
61-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ვოლკოვმა ახლო მანძილიდან თავით სტუმრები დააწინაურა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 ბურთია. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. „საბაჰმა“ ანგარიში 70-ე წუთზე გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი 89-ე წუთზე დასვა.
„საბაჰი“ 49 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში “ჰათაისფორი” სტუმრად “გაზიანთეფთან” 1:4 დამარცხდა. 27-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ელ კააბის, რომელმაც ანგარიში გახსნა. თუმცა, შემდეგ მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და სამი ქულა აიღეს. ლობჟანიძე მე-60 წუთზე შეცვალეს. “ჰათაისფორი” 20 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.