მიქაუტაძის მე-10 გოლი ლიგა 2-ში

0
28

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. 21-ე ტურში „მეცი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის, შინ „როდეზს“ შეხვდა და მხოლოდ ქულა აიღო – 1:1.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 63-ე წუთზე დაახლოებით 23 მეტრიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. სტუმრებმა ანგარიში 79-ე წუთზე გაათანაბრეს. „როდეზში“ ისევ არ უთამაშია ქართველ მცველ ამირან სანაიას, რომელიც სიმსივნეს ებრძვის. „მეცი“ 33 ქულით 20 გუნდში მეხუთეა.
მიქაუტაძე ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ „ბორდოს“ ფორვარდ ნაჯას ჩამორჩება ერთი ბურთით.
21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლმა „ბორდომ“ ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმრები მე-15 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლები საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე გაიტანეს. “ლე ავრმა” გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე შეაგდო.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ წაგების შემდეგ „ბორდო“ მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა და „ლე ავრს“ 10 ქულით ჩამორჩება. მეორე ადგილზე ამდენივე ქულით „სოშოა“.