„ნაპოლი“ იტალიის თასის გათამაშებას 1/8-ფინალში დაემშვიდობა. ნეაპოლელებმა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სერია A-ს აუტსაიდერ „კრემონეზეს“ უმასპინძლეს და პენალტების სერიაში წააგეს. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბს არ უთამაშია, რადგან გაცივდა და ვარჯიშიც გამოტოვა. კრემონელთა განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩიშვილი არ იყო, რომელმაც მანამდე ჩემპიონატის შეხვედრაც გამოტოვა.
ლუჩაო სპალეტიმ მოედანზე ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა, რაც თასიდან გავარდნად დაუჯდა. სტუმრებიდან მე-18 წუთზე ანგარიში პიკელმა გახსნა, ხოლო ჟუან ჟუსუსმა საპასუხო ბურთი 33-ე წუთზე გაიტანა. 36-ე წუთზე ნეაპოლელები ჯოვანი სიმეონემ დააწინაურა. 87-ე წუთზე აფენა-გიანმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.
მე-100 წუთზე მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო „კრემონეზეს“ სერნიკოლა გაუძევეს. თუმცა, „ნაპოლიმ“ ამით ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში 4:5 წააგო.
“კრემონეზე” არსებობის ისტორიაში თასის 1/4-ფინალში მესამედ გავიდა. გუნდის საუკეთესო მიღწევა 1987 წელს ამ ტურნირის 1/2-ფინალში მოხვედრაა.




