ლუის სუარესის ჰეთ თრიკი სადებიუტო მატჩში

0
31

კატარის მუნდიალის შემდეგ ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი სათამაშოდ ბრაზილიის „გრემიოში“ გადავიდა, სადაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ 37 წლის ფორვარდმა ჰეთ თრიკი პირველ ტაიმში შეასრულა, მისმა გუნდმა კი „სან ლუისი“ რეკოპა გაუშას სუპერთასზე 4:1 დაამარცხა.
„ჩემი აზრით, ეს ყველაზე წარმატებული დებიუტია. ბოლოს სადებიუტო მატჩში მაშინ გავიტანე, როდესაც სათამაშოდ „ატლეტიკოში“ გადავედი“, – განაცხადა სუარესმა მატჩის შემდგომ.
2013 წლის შემდეგ პირველად სუარესმა ჰეთ თრიკი პირველივე ტაიმში შეასრულა. მაშინ „ელ პისტოლერო“ „ლივერპულში“ თამაშობდა და სამი გოლი „ნორვიჩ სიტის“ გაუტანა.
წლეულს სუარესის გუნდის მიზანი ბრაზილიის სერია A-ს მოგება იქნება. “გრემიო” კოპა ლიბერტადორესზე ვერ ითამაშებს, რადგანაც გუნდში შარშან სერია B-ში თამაშობდა.