Daily Mail: კვარაცხელიამ „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიქცია

0
29

„მანჩესტერ სიტი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება, იუწყება Daily Mail.
გამოცემის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ყურადღება მიმდინარე სეზონში როგორც იტალიის სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ყურადღება თავისი უშიშარი სტილით და ბურთით მიმზიდველი თამაშით მიიქცია.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და იტალიელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკვშირებს. მან მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი გამოიმუშავა. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.