ახალი სეზონის წინ “გაგრაში” დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა. გაგრელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდიდან 8 ფეხბურთელი წავიდა.
“მომავალ სეზონს ახალი მიზნებით, ამბიციებითა და შემადგენლობით შევხვდებით! მანამდე კი გვინდა წარმატება ვუსურვოთ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც დამდეგი სეზონის წინ დავემშვიდობეთ: ოთარ ფარულავა, ზურაბ სეხნიაშვილი, ნიკოლოზ ჭანტურია, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ბუხაიძე, ტამიმუ უორუ, არფანგ დაფე, მარიო შარბელ ბა” – ნათქვამია “გაგრას” განცხადებაში.
“გაგრამ” გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი-აუტში ორი მატჩის ჯამში “სპაერის” დამარცხების შემდეგ შეინარჩუნა.
