გულიაშვილი კარიერას “სარაევოში” გააგრძელებს

0
22

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი კარიერას ბოსნიის “სარაევოში” გააგრძელებს.
მან ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 მაისამდე გააფორმა. გულიაშვილი თბილისის “საბურთალოს” აღზრდილია, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონატში 79 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
მან 21-წლამდელთა ნაკრების მაისური 14-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. “სარაევო” 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.