„უდინეზეს“ მცველ იაკი ბიოლს მიაჩნია, რომ რასაც ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში ჩადის საოცრებაა.
„ხვიცა სეზონის პირველი ნახევარი უმღლეს დონეზე ჩაატარა. ახლა ის სერია A-ს სუპერვარსკვლავია, ხოლო „ნაპოლი“ საჩემპიონო რბოლაში ლიდერია. მას კარეირაში საუცხოო პერიოდი აქვს. თუმცა, „უდინეზეს“ წინააღმდეგ ხვიჩას არ უთამაშია და მასთან პირისპირ ორთაბრძოლაში არ დავრწმუნებულვარ რამდენად შეუჩერებელია.
მახსოვს თუ არა როგოე თამაშობდა რუსეთის პრემიერ ლიგაში? არ მახსოვს, ისევე როგორც ხვიჩას გამოსვლა რუსეთში. თუმცა, რასაც იტალიაში ჩადის საოცრებაა“ – განაცხადა სლოვენიის ნაკრების მცველმა Sport24-თან.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, 12 საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტი “გამოიმუშავა”.





