“მერანმა” 9 ფეხბურთელი გაუშვა

0
54

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის “მერანმა”, რომელსაც ფინანსური პრობლემა აქვს, 9 ფეხბურთელი გაუშვა.
მარტვილელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდი ზვიად სიხარულიამ, შეიკნე სილამ,  დათო ლომთაძემ, მალხაზ გაგოშიძემ, გოგი კულუამ, ლაშა ჩალაძემ, ლევან წოწონავამ, ირაკლი ჯანჯღავამ და ცოტნე ფაცაციამ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე “მერანის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვარლამ კილასონია წავიდა.