“საბურთალომ” ციცქიშვილი და შეიკნე სილა დაიმატა

0
34

ახალი სეზონის დაწყებამდე „საბურთალომ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა – ფორვარდი შეიკნე სილა და შემტევი ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი.
28 წლის შეიკნე სილა მალელია. 2020 წლიდან მარტვილის „მერანში“ თამაშობდა. სილა 2021 წლის სეზონში ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირი გახდა. მან მარტვილის „მერანში“ ჩატარებულ 67 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.
27 წლის ციცქიშვილი თბილისურ კლუბს შვედეთიდან, ოსკარშამნის აიკ-იდან შემოუერთდა. ციცქიშვილი რუსთაველია. მას რუსთავის „მეტალურგში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „თელავში“, ყაზახურ „აქტობეში“, ბოლნისის „სიონში“ უთამაშია.
აქვე გეტყვით, რომ “საბურთალოს” სპორტულ დირექტორად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ლევან სილაგაძე დაინიშნა.
სილაგაძემ პროფესიული კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. მას რუსეთის, უკრაინის, ისრაელისა და აზერბაიჯანის კლუბებში უთამაშია. 1998-2001 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა.
კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „რუსთავში“ და ბოლნისის „სიონში“.

 

.