აბურჯანიას საგოლე პასი პორტუგალიაში

0
27

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-16 ტურში „ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის შინ მინიმალური სხვაობით „ვიტორია გიმარაეში“ დაამარცხა და გუნდის წარმატებში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმაც შეიტანა.
აბურჯანიამ შეუცვლელად ითაამაშა და 82-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარცხენა ფეხით გაკეთებული ძალიან ზუსტი პასით სტუმართა მეკარესთან პირისპირ ფრან ნავარო დატოვა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 11-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ჟილ ვისენტეს“ 15 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.