საქართველოს ვიცეჩემპიონი ბათუმის “დინამო” თურქეთში პირველ შეკრებაზე გაემგზავრა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ანთალიაში 28 იანვრამდე დარჩება და სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.
ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, მათთან კონტრაქტის ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილებას დინამო ბათუმის სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.
რამდენიმე ახალი მოთამაშე გუნდს შეკრების მიმდინარეობის დროს შეურთდება



